,,ეს აბესაძის ქუჩაა. დღეს მოვხვდი ამ ქუჩაზე. როცა აქ გავივლი, ერთი ისტორია მახსენდება ყოველთვის. ზუსტად 15 წლის წინ შეყვარებული მყავდა. დადგა ის დრო, როცა უნდა გამოვუტყდე ამ ამბავში. ისედაც ყველაფერი სახეზე მეწერა, მაგრამ ხომ უნდა ამომეღერღა ოდესმე. მთელი დღე ვალაგებდი წინადადებებს და თან გადავწყვიტე, რომ უნდა ვაკოცო-მეთქი.

ღამით შევხვდი, მივსეირნობთ აბესაძის ქუჩაზე. ჩვენი მეგობრებიც იყვნენ. გუნდს ცოტათი ჩამოვრჩით, რომ მეთქვა ეს ამბავი. რა თქმა უნდა, ის წინადადებები სულ დამავიწყდა და პირდაპირ საკოცნელად გავიწიე. ეს-ესაა უნდა ვაკოცო და…სადღაც ჩავვარდი. ამ ქუჩაზე, შუაში დიდი ორმო იყო და იქ ჩამივარდა ფეხი. ასე ჩაიშალა ჩემი კოცნა – დაახლოებით 20 წუთით გადაიდო. მიყვარს ეს ქუჩა. დღესაც იმ ორმოს ვხედავ, რომელიც სხვისთვის შეუმჩნეველია”, წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტელეწამყვანი, ვახო სანაია.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი