Home საზოგადოება ვარდების მოედნის ქვეშ მდებარე ღამის კლუბები დახურულია

ვარდების მოედნის ქვეშ მდებარე ღამის კლუბები დახურულია

19 second read
0
18

არასაპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ პრემიერ მინისტრის განცხადებით გარკვეული საკითხების პროვოცირება არ უნდა მოხდეს. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ თუ საქმე დანაშაულს ეხება, აუცილებლად უნდა მოხდეს სისხლს სამართლის საქმის აღძვრა, თუმცა თავად კორძაია იმ საკითხში, რომ ვიღაცას დაწესებულებაში არ უშვებენ, დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა ფიქრობს, რომ ასეთი თემებით ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადატანას ცდილობს.

„დავიჯერო, მინისტრთა კაბინეტს შესვლა უნდოდა ბორდელში და არ შეუშვეს? შედეგად კი ამან გამოიწვია ასეთი რეაქცია? ბუნებრივია, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ გადაიტანონ საკითხები შიმშილიდან, ლარის დევალვაციიდან, ეკონომიკური კრიზისიდან ასეთ საკითხებზე,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.

რა რეაგირება მოჰყვება გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, უცნობია. ამ დროისთვის, ვარდების მოედნის ქვეშ მდებარე ღამის კლუბები დახურულია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *