ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:

_ ერთმა ცნობილმა ქართველმა პოეტმა საყდრისზე ლექსი დაწერა. თვალის ჩინი დაკარგული აქვს. დღეს მისი სახლისკენ მიმავალმა, ვაჟა-ფშაველაზე, შუქნიშანთან ნაცნობი სახე დავინახე – მწვანე ფერის „ჯიპის“ საჭეს იყო მიმჯდარი, ისიც მიყურებდა და მეც ასევე. თავაზიანი გამარჯობა მითხრა. სანამ ვეტყოდი გაგიმარჯოს-მეთქი, ვიცანი ვინც იყო და რაზე მესალმები-მეთქი, ლამის ვუყვირე. რა ვიცი, ისეო, – მხრები აიჩეჩა. საყდრისის ჯალათი ხარ-მეთქი, – მივაყოლე. მე გზა გავაგრძელე, იმანაც დაძრა მანქანა. ეს ადამიანი საყდრისში ერთხელ ვნახე – 2014 წლის 8 ნოემბერს „არემჯი გოლდმა“ საყდრისში სტუდენტები ექსკურსიაზე, რომ ჩამოიყვანა, აი, მაშინ. ეს ფოტო გადავიღე, რადგან იდგნენ და დამცინოდნენ, საყდრისის სხვა ჯალათები.

მარცხნიდან პირველი, საშუალო ტანის, ჯინსებში, რომ დგას, ეგ არის „არემჯის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, მხოლოდ გვარი ვიცი – სოსელია (აი, მაგას მივაძახე დღეს საყდრისის ჯალათი ხარ-მეთქი). გვერდზე ორი რომ უდგას, ისინი მე დამცინიან – შუაშია „არემჯის“ პრესსამსახურის უფროსი ნიკა კარიჭაშვილი; კეპიანი კიდევ „არემჯის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თორნიკე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი