“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წევრებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. შალვა ნათელაშვილი, NDI-ის უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ NDI-მა ის ვითარება სათანადოდ არ გააკრიტიკა, რომელშიც  წინა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა. შრომის პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მისთვის საინტერესო არ არის ის პოზიცია, რომელიც NDI-ს აქვს წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით.

„ვხვდებით ე.წ. NDI-ის, რომელიც გახლავთ ბიძინა ივანიშვილის ლობისტი. მათ დაუკანონეს წინასაპარლამენტო არჩევნების გაყალბება, რის შედეგადაც, გამარჯვებული “ლეიბორისტული პარტია” არ დაუშვეს პარლამენტში. ამ დამკვირვებლებმა ერთი სიტყვა არ დაწერეს იმის შესახებ, თუ რა დისკრიმინაციაში ვიყავით. შესაბამისად, მე ვაპირებ, რომ ამ მეგობრებს ახლავე განვუცხადო, რომ მათ დაწერილ დასკვნებს არც მე და არც საზოგადოება არ ენდობა,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღეს მთელი დღის განმავლობაში, NDI-ის წევრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდებიან და წინასაარჩევნო ვითარებას განიხილავენ.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი