Home ახალი დამატებული „ვამაყობთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი!“

„ვამაყობთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი!“

20 second read
0
12

   საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ  – ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ რადგან მან გადაწყვიტა ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები დაიცვას, დაუპირისპირდა ხელისუფლება სუსი-ს მეშვეობით და სოციალურ ქსელში, გარკვეულ ჯგუფებს გააჩაღებინა ლანძღვა-გინების ბინძური კამპანია. ხატიაშვილის ამ განცხადებას ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი გამოხმაურა და კოლეგებს მიმართა:

 „ჩემო კოლეგებო, მოგმართავთ და მოგიწოდებთ, ეს უკვე ზღვარს გადასული ბინძური კამპანია და შეურაცხყოფა ბატონი ზაზა ხატიაშვილის მიმართ არ დავტოვოთ რეაგირების გარეშე. პასუხი უნდა ვაგებინოთ ყველა იმ მართლა აგენტს და ხალხის მტერს, რომლებიც ცდილობენ, ბატონი ზაზა ხატიაშვილის შეურაცხყონ. ყველამ კარგად იცით, თუ რა ღვაწლი მიუძღვის ბატონ ზაზას ადვოკატთა ასოციაციის განვითარებასა და კორპუსის გაერთიანებაში. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ეგუება ადვოკატთა ერთობას და სიძლიერეს. აი, სად გამოჩნდა გონება სუსტი ხელისუფლება და უნამუსო, მართლა აგენტების უსუსურობა. ეს არ არის მარტო ბატონი ზაზას შეურაცხყოფა, ეს ადვოკატთა მთელი კორპუსის შეურაცხყოფაა, ამიტომ ჩვენ, ყველა ადვოკატი ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი თავმჯდომარის და ჩვენი კორპუსის ღირსება, რათა მიხვდეს ხელისუფლება, ის აგენტები, საზოგადოების მტრები, რომ ერთხელ მოპოვებულ თავისუფლებას ადვოკატთა კორპუსი არავის დაუთმობთ. ვერცერთი ხელისუფლება ვერ მიაღწევს იმას, რომ დაშალოს ან დაასუსტოს ადვოკატთა ერთობა.

 მოგმართავთ ყველას, პასუხი ვაგებინოთ იმ ზნედაცემულ და უნამუსო ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამით ბატონ ზაზა ხატიაშვილს რაიმეს დააკლებენ. ბატონო ზაზა, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით ყოველთვის და თქვენთან ერთად ყველა ბრძოლაში გავიმარჯვებთ. ვამაყობთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ჩვენი საზოგადოების უფლებადამცველი, ადვოკატთა უფლებადამცველი და ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციონალური განვითარების სულისჩამდგმელი. ჩვენ თქვენთან ვართ!“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *