ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე:

_ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თბილისში, ვაკის პარკში განლაგებულია მს ო ფ ლ ი ო შ ი ( არ მოგესმათ) ყველაზე დიდი კასკადი. პეტერგოფის კასკადი ამასთან შედარებით ბევრად პატარაა, სხვაზე საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს, ვერც კი ეწევიან ზომით და საინჟინრო გადაწყვეტით.
დღევანდელი ფასებით ასეთი ნაგებობა რომ აშენებულიყო, დაახლოვებით 100 მილიონი $ დაჯდებოდა, შეიძლება მეტიც.
სხვა ქვეყანაში ეს უნიკალური ნაგებობა დიდი ხნის წინ ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ობიექტად ჩამოყალიბდებოდა. ღამის განათებით, წყალზელაზერული ეფექტებით და გახმოვანებით ეს კასკადი თბილისის სავიზიტო ბარათი იქნებოდა, რომ ჩვენც ვფიქრობდეთ სწორად. ასეთ ობიექტებზე დგას ტურისტული ინდუსტრია.
მიტოვებული, ჭუჭყიანი, გავერანებული…რამდენი წელია გამორთულია იმიტომ, რომ ძრავია დამწვარი და შეკეთებასაც კი არ ფიქრობს არავინ.
…ოდესმე ვისწავლით იმის გამოყენებას, რაც წინა თაობებმა დაგვიტოვეს?

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი