ყაჩაღობა მოხდა თბილისში. ვაკეში, მარუხის გმირების ქუჩაზე შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა.

ოჯახის წევრები კი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი