იტალიელმა დიზაინერმა და მოდის სახლი Dolce & Gabbana-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სტეფანო გაბანამ, ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სექუალური შევიწროება ძალადობა არ არის.

“ეს ახალი არ არის! ლუკინო ვისკონტიმ, ჰელმუტუ ბერგერუს და ალენ დელონს მასთან სარეცელის გაზიარება შესთავაზა…მომისმინეთ, შენ თვითონ წყვეტ – დასთანხმდე თუ არა წინადადებას. ეს სიმართლეა და ყველამ იცით, თუმცა დღეს გვესმის, რომ 20 წლის წინ “ვაიმე, ის უკანალზე შემეხო!” – ეს არ არის ძალადობა”, – განაცხადა გაბანამ

გაბანას თქმით, სექ-სკანდალი აბსოლუტური სპეკულაცია იყო. “ვინ არ არის დაკავებული სექსით? ეს მოდაა. დღევანდელი ტენდენცია სექსია, ამასთან თვითონ სექსი – ძველი ისტორია”, – აღნიჩნა დიზაინერმა.

ჰოლივუდში სექს-სკანდალი, პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის გამოაშკარავების შემდეგ აგორდა. ვრცელად ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი