Home პოლიტიკა ე.წ. დაზარალებული მოქალაქეების პირით გვებრძვის ივნიშვილის ხელისუფლება

ე.წ. დაზარალებული მოქალაქეების პირით გვებრძვის ივნიშვილის ხელისუფლება

20 second read
0
15

გთავაზობთ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებას:

„ თანამნემამულენო ! საქართველოში დარჩა ორი ძლიერი ინსტიტუცია, ვინც ვერ დაიმორჩილა ივანიშვილის რეჟიმმა. ერთია საქართველოს პრეზიდენტი და მეორე ადვოკატთა ასოციაცია. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავბლოკე ევა გოცირიძის კანდიდატურა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, დავიწყე ივანიშვილის რეჟიმის მხილება ადვოკატთა პოლიტიკურ დევნაში. ამიტომ, ჩემი შეფასებით, ხვალ 12:00 საათზე სტიქიისგან დაზარალებულ მოქალაქეებს ატარებინებენ აქციას ადვოკატთა ასოციაციის წინ. ადვოკატთა ასოციაციამ და ადვოკატებმა როგორ გავბედეთ და ადვოკატები გამოვაცხადეთ პოლიტიკურ პატიმრებად. ადვოკატებმა როგორ გავბედეთ და ვამხილეთ ივანიშვილის რეჟიმი კორუფციულ გარიგებებში. ადვოკატების განცხადებით მერიამ უკანონოდ გასცა დახმარებები იმ პირებზე, ვისაც არ ეკუთვნოდა თანხები, რაც ადვოკატების განცხადებით კორუფციული გარიგებაა, ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინათ გამოძიება, ადვოკატები დაიჭირეს. თანამემამულენო, სამი დღის უკან შევხვდი ადვოკატთა კორპუსს. მიუხედავად უამინდობისა 300 კაციან დარბაზში ტევა არ იყო, დაახლოებით 100 ადვოკატი იდგა ფეხზე. 26 დეკემბერს მთავარმა პროკურატურამ და „მურუსიძეებმა“ დააკავეს ორი ადვოკატი, 62 წლის პენსიონერი ქალბატონი ნათელა გოდერიძე, რომელსაც სახლში ჰყავს 15 წლის არასრულწლოვანი ქალიშვილი და ადვოკატი (20 წლის საადვოკატო სტაჟით, რომელსაც არ მიუღია არცერთი უბრალო შენიშნა კარიერის მანძილზე) მზევინარ კოსტავა, თაღლითობის ბრალდებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ 62 წლის პენსიონერ ქალბატონზე წინასწარი პატიმრობის შეფარდება , რომელსაც აქვს დაახლოებით ორი სასამართლო პროცესი დღეში და არსად არ გარბის, არის უმსგავსობა და უზნეობა. ადვოკატებთან შეხვედრაზე ჩემს მიერ წაკითხული ქნა ბრალი რომელიც წაუყენა პროკურატურამ ადვოკატებს და დავაყენე კენჭისყრაზე საკითხი იყო თუ არა ეს ბრალი მთელი ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, გაუგონარი დანაშაული ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ და იყვნენ თუ არა ადვოკატები ნათელა გოდერიძე და მზევინარ კოსტავა პოლიტპატიმრები, რაზეც ადვოკატების თითქმის 100%-მა მიპასუხა, რომ ჩვენ გვყავს ორი პოლიტპატიმარი ადვოკატი და უნდა ვიბრძოლოთ მათ გასათავისუფლებლად. ადვოკატზე ბრალის წაყენება, რომ მათ ნოტარიუსი შეიყვანეს შეცომაში, მაშინ როდესაც ადვოკატებმა წარადგინეს ოფიციალური ინფორმაცია, მიმაჩნია ადვოკატების დევნად. ადვოკატები ნათელა გოდერიძე და მზევინარ კოსტავა იცავენ მოქალაქე ბელა გუბელაძის ინტერესებს, რომელიც სასამართლომ აღიარა მემკვიდრედ სადაო ქონებაზე. ვინაიდან ადვოკატებმა მოიგეს პროცესი და მერია ამხილეს კორუფციულ გარიგებაში დააკავეს ადვოკატები. ჩვენი კოლეგები ვინც ბედავენ მათ დაცვას ხდებიან თავდასხმის ობიექტები. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც ვითხოვ ადვოკატების დაკავებაზე ობიექტურ გამოძიებას, ხვალ მიმართავენ აქციას რათა არ დავიცვა ადვოკატების უფლებები. პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, რომ ადვოკატებზე მოახდინონ ზეწოლა, რათა მათ უარი თქვან თავის ფუნქციაზე დაიცვან მოქალაქე. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდოამარე ვაცხადებ, რომ სავარუდოდ, ე.წ დაზარალებული მოქალაქეების პირით გვებრძვის ივნიშვილის ხელისუფლება, რათა არ გაიშიფროს მერიაში მოქმედი კორუფციული სქემა, რომელსაც წააწყდნენ ადვოკატები ნათელა გოდერიძე და მზევინარ კოსტავა.“ _ განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In პოლიტიკა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *