თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე “ღამის მგლები” დააფიქსირეს. აღნიშნულ ინფორმაციას პირველი არხის ჟურნალისტი აქვეყნებს. გთავაზობთ, მის მიერ გადაღებულ  ექსკლუზიურ ფოტოებს ვაკის პარკიდან. ასევე, “ღამის მგლები” დააფიქსირეს საქართველოს რეგიონებში, მათ შორის გურიაში.

რაც შეეხება იმას, დაარღვიეს თუ არა კანონი ოკუპაციის შესახებ “ღამის მგლებმა”? მათი თქმით, ისინი საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიციამ გამოატარა და კანონდარღვევას რომ ადგილი ჰქონოდა,  დააკავებდნენ.

შეგახსენებთ რომ “ღამის მგლები” საქართველოს ტერიტორიაზე მოტოციკლეტებზე დამაგრებული გეორგიევსკის ნაფთებით დადიან.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი