ადვოკატი, ცნობილი უფლებადამცველი – ლექსო კობაიძე „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე გახდა. ამ პოსტზე მან ყოფილი პოლიტიკოსი, კობა დავითაშვილი შეცვალა, რომელმაც, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკიდაც წავიდა. მას შემდეგ პარტიის აქტივობაც მინელდა. როგორ აპირებს „ხალხის პარტიის“ გააქტიურებას და პოლიტიკურ ფერხულში აქტიურ ჩაბმას ახალი თავმჯდომარე? ლექსო კობაიძე euronews.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა:

   _ „ხალხის პარტია“ ყოველთვის ფუნქციონირებდა, თუმცა, მას  არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია მას შემდეგ, რაც ბატონი კობა წავიდა პოლიტიკიდან. ორი წლის უკან აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, ალეკო შალამბერიძე, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
ჩემი ხედვები ემთხვევა პარტიის პოლიტიკას, ამიტომ მთხოვეს, რომ თავმჯდომარის პოსტი დამეკავებინა. დავთანხმდი და პარტია გააგრძელებს პოლიტიკურ, აქტიურ საქმიანობას.
   _ როგორც ყველა, თქვენც საქმიანობას საკადრო ცვლილებებით ხომ არ დაიწყებთ? 
   _ შესაძლებელია, იყოს ცვლილებებიც და ახალი სახეებიც იხილოთ პარტიაში. ეს კანონზომიერია. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან კრიტიკულები ვიქნებით ხელისუფლების მიმართ და არავისთან, ამ ეტაპზე არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას.
   _ ადგილობრივ არჩეევნებში მარტო აპირებთ მონაწილეობას? 
  _ დიახ, ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებას, მაგრამ როგორ და რა ფორმით მოხდება ეს, ამას დრო გვიჩვენებს.
   _ როგორი წარმოგიდგენიათ რამდენიმე თვის შემდეგ „ხალხის პარტიის“ მდგომარეობა? 
  _ რამდენიმე თვის შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტია. ხალხს მისი რწმენა, იმედი და ნდობა ექნება. ვინმე თუ წავა პარტიიდან თავისი ნებით, ეს მათი უფლებაა და ვერ დავუშლით.  რაც შეეხება პარტიაში შემოსვლას, ჩვენი კარი ღიაა და ვისაც ქვეყნის ბედიღბალი ანაღვლებს, მათ მივიღებთ „ოჯახში“.
    _ პარტიის პოლიტიკური კურსი მხოლოდ ხელისუფლებასთან კრიტიკული მიდგომით შემოიფარგლება? 
  _ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ოცნება“ აუცილებლად  დამარცხდება და მესამე ვადით მას აღარავინ აირჩევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი