ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილისამსახურიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კვიტაიშვილმა ექიმი-ტრავმატოლოგი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.
   კლინიკის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაციენტს საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია და ინფორმაცია, რომ მას რაიმე ნიშნით უარი ეთქვა დახმარებაზე სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმი მურთაზ მამაგეიშვილისამსახურიდან ეთიკის ნორმების დარღვევის გამო გაათავისუფლეს. კლინიკის ხელმძღვანელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს მისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა.
  „პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ შეესაბამება სიმართლეს.
  ამასთან ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის და ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან“- ნათქვამია განცხადებაში.
ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნინო კვიტაიშვილი, რომელმაც ტრავმები რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან დაპირისპირების გამო მიიღო, აცხადებს, რომ მედიკოსებმა მას ტრავმული დაზიანების შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს, მაგრამ ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა მომსახურებაზე უარი პოლიტიკური კუთვნილების გამო უთხრა.

წყარო: pirveliradio.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი