Home საზოგადოება ექიმები თითებზე ითვლიან მისი სიცოცხლის დღეებს-ისრაელის კლინიკაში ქართველი გოგო იღუპება

ექიმები თითებზე ითვლიან მისი სიცოცხლის დღეებს-ისრაელის კლინიკაში ქართველი გოგო იღუპება

31 second read
0
35

სტრასბურგში, ემიგრაციაში მყოფი დავით რობაქიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერილს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ დაეხმაროს უკიდურეს მდგომარეობაში, ისრაელის კლინიკაში მყოფ სამი შვილის დედას, 26 წლის ნინო ივანიშვილს.

“ბიძინა შენი ნათესავი იღუპება!!! იღუპება ადამიანი, შენი მოგვარე და თანასოფლელი. 26 წლის ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც 3 შვილი ჰყავს… შენ, მამამისთან ერთად გაატარე მთელი ბავშვობა და როცა გიჭირდათ, მის ოჯახს არა ერთხელ გამოუწვდია დახმარების ხელი…
სასოწარკვეთილმა ოჯახმა რამდენიმე დღის წინ მომმართა დასახმარებლად, რადგან სახელმწიფო რომლის დეფაქტო ხელისუფალიც შენ ბრძანდები, არაფრით ეხმარება. მისი სიცოცხლის დღეებს ექიმები თითებზე ითვლიან.
ნინო ივანიშვილის სიცოცხლე განსაცდელშია!!!
მე, ამ მომენტში ვერაფრით შევძლებ ისრაელის კლინიკას
გადავურიცხო კოლოსალური თანხა, რადგან არ გამაჩნია, რადგან ეს ჩემთვისაა კოლოსალური, თორემ შენთვის, ერთ ძირ ხედაც არ ღირს.
მერე რა, თუ ეს გოგონა არც ქეთი დოლიძეა, არც გურანდა და არც გუგული? მერე რა, თუ მის ზურგსუკან ელექტორატთა არმია არ დგას? ის შენი სისხლით ნათესავი და ბავშვობის მეგობრის შვილია.
მე ვეღარ ვუმკლავდები ამ დაქცეული ქვეყნისგან გაუბედურებული ავადმყოფების პატრონობას. შე კაი დედმამიშვილო, შენს უახლოეს ნათესავებს მაინც მიხედე!

პ.ს. მეგობრებო ეს ნინოს საბანკო ანგარიშია
GE04BG0000000738117000 Gel
GE04BG0000000738117000 US
GE04BG0000000738117000 EURO
მიმღები:
NINO IVANASHVILi. Niniko Ivanishvili
P.S. ninikos piradi nom : 35001108263
გადავარჩინოთ 26 წლის ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც სახლში 3 მცირე წლოვანი შვილი ელოდება. თუ ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვთ, თქვენს კედელზე მაინც გააზიარეთ, რომ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდეს, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე გაცილებით უფრო ძვირფასია ვიდრე ბაუ ბაბის ხე”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *