ეს სისასტიკე ქართველმა არაკაცმა ჩაიდინა. ის საგურამოში ცხოვრობს, ძაღლის პატრონის ნინო ლაბაურის მეზობელია. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ნინომ მისი ნაძირალა მეზობლის სახელი და გვარი არ გვითხრა. არც პოლიციისთვის მიუმართავს მიუხედავად იმისა , რომ ეს ძაღლი ლეკვობიდან შვილივით ჰყავდა გაზრდილი. სამაგიეროდ ჩვენ მივმართავთ ჩვენი გვერდის საშუალებით მცხეთა – მთიანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს: თუ თქვენ გაგაჩნიათ ღირსება და უფრთხილდებით პოლიციის მუნდირს დააკავეთ მკვლელი , რომელმაც არამარტო ეს საბრალო გაიმეტა სასიკვდილოდ , არამედ თქვენ პოლიციელებს სახეში შეგაფურთხათ. ხვალ ეს ნაძირალა თქვენს შვილებს ესვრის თოფს , რადგანაც დარწმუნებულია, რომ პოლიცია ჩვენს ქვეყანაში “იმპოტენტია” . ძაღლი გვყავდა კლინიკა “აიბო”-ში. რენტგენმა აჩვენა , რომ ყბის მარცხენა მხარეს ძვლები სულ დამსხვრეულია, ენა მოგლეჯილია . მოკლედ საბრალო ძაღლი წამებით სიკვდილისთვის არის განწირული.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი