ზაურ ნაჭყებია, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ივერიონი“-ს მთავარი რედაქტორი:

_ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით, საბოლოოდ გაცხადდა,რომ ევროპა (თავისი დახავსებულ-გახრწნილი სტრუქტურებით) საქართველოს ხელისუფლებას ფორმალურადაც არ აღიარებს. ამის დასტურია სასამართლო სისტემის უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილების სრული იგნორირება და პროცედურული დარღვევით უხეში ჩარევა!

ევროკავშირის ემისრების უტიფარი განცხადება – თუ „რუსთავი-2″- ის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება(იგულისხმება მესაკუთრის შეცვლა) არ შეიცვლება და საფრთხე შეექმნება „სიტყვის თავისუფლებას” , მაშინ ვიზალიბერალიზაცია (ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა )გაიყინება, ნიშნავს, რომ ეს  სატყუარა (უვიზო რეჟიმი) ხშირად იქნება გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ და ბევრი ანტიქართული ინიციატივის საფუძველიც შეიძლება გახდეს!

ამჯერად ნაკლებად მაინტერესებს „რუსთავი-2 “და სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხმყოფელი დადგენილება, მე თქვენ გეკითხებით:რა თავში ვიხლით ასეთ ვიზალიბერალიზაციას, რომელსაც ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის , ვიდრე დადებითის?!

გასაგებია , რომ ქვეყანას მარიონეტი და გარეშე ძალებიდან მართული ხელისუფლება ჰყავს,რომელსაც ასეთ დამცინავ განცხადებებზე არანაირი რეაქცია არა აქვს, მაგრამ, გარდა ხელისუფლებისა, საქართველოში ცხოვრობს ხალხი,(ყოველ შემთხვევაში გონიერი ნაწილი) რომელიც ვალდებულია დრულად გამოვიდეს საღათას ძილიდან და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას!

ვფიქრობ, ეს უნდა გახდეს ბოლო წვეთი ერის გამოფხიზლებისთვის, თუ ჩვენ მომავალზე გვაქვს პრეტენზია!

ჭირსაც წაუღია „რუსთავი-2″ , მაგრამ, ახლა მაინც უნდა გავიაზროთ, რომ იგი მარტო „ნაციონალური”რუპორი არ არის-„რუსთავი-2” ის „საწამლავია”(ამ შემთხვევაში ციანიდი), რომელმაც შეიძლება მთელი ქვეყანა გადაიყოლოს!!!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი