გაგაცნობთ პროდუქტებს, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიც გსურთ, რადგან არ გასუქდებით. ეს პროდუქტები არა მარტო გემრიელია, არამედ გახდომაშიც კი დაგეხმარებათ.

ნიახური შეიცავს 95% წყალს და ის მოკლებულია ენერგეტიკულ ღირებულებებს. სამაგიეროდ, ის შეიცავს ვიტამინ К-ს. ეცადეთ, ეს მცენარე მიირთვათ ახალი მოკრეფილი, რადგან  5 დღის შემდეგ ის კარგავს უამრავ სასიკეთო თვისებას.

რუკოლა შეიცავს 10 კკალორიას და ეს მცენარე არ ავნებს თქვენს ფიგურას. შეგიძლიათ, რუკოლას შეურიეთ თეთრი ყველი და შეაზალეთ ზეითუნის ზეთი, გვერწმუნეთ, უფრო გემრიელად მიირთმევთ.

კვერცხის ცილა დიეტაზე მყოფებმაც შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიც გსურთ. შეგიძლიათ, შეურიოთ პომიდორიც. თუ უფრთხილდებით ფიგურას, ეცადეთ, ზეთში არ შეწვათ.

სალათის ფოთლები შეიცავს А და С ვიტამინებს, ასევე ფოლიევის მჟავას და რკინას. მისი დიდი რაოდენობით მიღება თქვენს ფიგურას არ ავნებს.

კიტრი, ისევე როგორც ნიახური, მთლიანად შედგება წყლისაგან. კიტრის ჭამის დროს კანი არ უნდა გათალოთ, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს.

ყვავილოვანი კომბოსტო უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმს C და K ვიტამინებით. უმი ყვავილოვანი კომბოსტოს მიღება მეტად სასარგებლოა.

პომიდორი შეიცავს ლიკოფტინს, A, C, B2 ვიტამინებს, ფოლიევის მჟავას, ცელულოზას და კალიუმს.

ბროკოლი გარდა A, C, E, I ვიტამინებისა შეიცავს დღეღამისთვის საჭირო უხეში ბოჭკოვანი ცილის 20 %-ს.

კივი შეიცავს ბევრ სასარგებლო ვიტამინს, მინერალს და ფერმენტს, რომლებიც არა მხოლოდ გაზრდის თქვენს იმუნიტეტს, არამედ დაგეხმარებათ კალორიების ,,დაწვაში”.

ზღვის კომბოსტო შეიცავს უამრავ იოდს.

ყაბაყი წყალ-მარილიან ბალანსს აღადგენს ორგანიზმში- ეს მთავარი ფაქტორია მათთვის, ვისაც უნდა, რომ გახდეს. ეს პროდუქტი შეიცავს ძალიან ცოტა კალორიებს.

გრეიფრუტი მდიდარია C ვიტამინით. იგი სისხლში შაქრის დონეს აწესრიგებს.

ნესვი შეიცავს შეიცავს A და C ვიტამინებს.

მარწყვი შეიცავს უამრავ კალიუმს და ცელულოზას. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც. ამ პროდუქტში არის ძალიან მცირე კალორიები და თან, არის ძალიან გემრიელი.

მაყვალი სავსეა ანტიოქსიდანტებით და მდიდარია С ვიტამინით. მისი ჭამა შეუძლიათ დიეტაზე მყოფებსაც.

ფორთოხალი მდიდარია C ვიტამინით. ჭამის დროს არ უნდა მოაცილოთ თეთრი ფენა, რომელიც არის ხილსა და კანს შორის. ის შეიცავს უამრავ ცელულოზას.

ბულგარული წიწაკა შეიცავს С ვიტამინს და სხვა უამრავ სასარგებლო ვიტამინს.

ამ პროდუქტების ჭამის დროს შეგიძლიათ, არ ინერვიულოთ, რადგან წონაში ნამდვილად არ მოიმატებთ.

მარიამ კანაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი