უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის, სიტყვის თავისუფლებისა და მოსამართლეების მხარდასაჭერად 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა აქცია. შეკრებილებს სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემაც მიმართა. მისი თქმით, რუსთავი 2ის ჩახშობა ბიძინა ივანიშვილისთვის არის ძალიან რთული ამოცანა. რუსთავი 2-ის ჩახშობა უნდა ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ვერ გავიგოთ, ქრთამს უხდის მოსამართლეებს იმისთვის, რომ რუსთავი 2-ის გადაწყვეტილება იყოს მათთვის სასარგებლოდ, “.

თბილისში, დღეს გამართულ აქციებს სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება ჰქონდა:

თიკო კობახიძე:

„დღეს ხიხოს და მისი ძირმომპალი ხელისუფლების წინააღმდეგ იმდენი აქციები იყო, გაყინული შემოვედი სახლში, მაგრამ მშვიდად ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება ჩვენია!!!“

ირაკლი ლატარია:

„ძალიან კარგია, აქციები რომ არის. მეტის ღირსი ხარ, ოცნებავ! მიდით, კიდევ უფრო იკოჰაბიტაციეთ და რაც მთავარია, არ დაიჭიროთ ეს სექტანტები და მოეფერეთ…

უკრაინის მოქალაქე, ჩემი ქალაქის ცენტრში რომ გაგინებთ და ივანიშვილს ახსენებს, ეს მხოლოდ თქვენი ბრალია ოცნებავ, მხოლოდ თქვენი და მეტი არავისი.

ხო დამავიწყდა, ვინც გვერდით გედგათ 2012- ში, ისინი რომ ჩაწიეთ და ნაცები წამოწიეთ, მარტო ამის გამო გეკუთვნით უარესი“.

ცირა ნიკოლაიშვილი:

„უნამუსო და უტიფარო, უცოდინარო და ბრიყვო ნაწილო საზოგადოებისა _ ნახეთ რა ამბებია რუსთაველზე!
ვინც ბატონ ბიძინა ივანიშვილს წრეგადასულად აქებდით, ილია ჭავჭავაძეს ადარებდით და საქართველოს მოსახლეობას ქოლავდით, რომ „ერი უმადური, გაუხედნავი და უმეცარი იყო, რომელიც „ვერ გრძნობდა, ვერ აფასებდა ივანიშვილის ქველმოქმედებას”, თუმცა მშვენივრად ხედავდით, რომ ქვემოქმედება, გნებავთ 500 ყბადაღებული ტაძრის და ასეულობით შენობის გარემონტება არ ცვლის სოციალურ ფონს და ვერ უზრუნვებელყოფს მიწასთან გასწორებული ხალხის, გარშემომსაზღვრელ ქვეყნებთან (ყველასთან) კონფლიქტში მყოფი საქართველოს ეკონომიკურ სვლას, მომავალ მშვიდობას, სახლებიდან ბანკების მიერ გაყრილ ოჯახებს, ასეულ ათასობით ჩამოცვენილ უცხოელებს და მათზე გაყიდულ მიწებს, დამახინჯებულ დედაქალაქს თავისი გაურკვეველი მომავლით, ქუთაისში გადამალულ პარლამენტს და კიდევ მეხუთე წელს _ საპარლამენტო ღადაობებს ერთ ნაცქოცებს შორის.
„8 პოლიტიკური პარტიის (მთლიანად ნაცების მომხრეების) გაერთიანებული საკორდინაციო საბჭო ხელმძღვანელობს ახლა აქციას რუსთაველზე და მათი ლოზუნგია: „საქართველოს გათავისუფლება ოლიგარქის გამანადგურებელი პოლიტიკისგან”! ყოჩაღ ივანიშვილო და ყოჩაღ უმრავლესობავ!“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი