Home ახალი დამატებული ეს მათთვის, ვისაც მომავალი პატრიარქის ვინაობის გამოცნობა უნდა!

ეს მათთვის, ვისაც მომავალი პატრიარქის ვინაობის გამოცნობა უნდა!

20 second read
0
58

   სერგო ვარდოსანიძე, ისტორიკოსი, პროფესორი:

_ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ჟურნალისტმა დაიწყო მსჯელობა მომავალი პატრიარქის ვინაობის შესახებ. ვფიქრობ, ეს არაეთიკური და არაღირსეული საქციელი იყო. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს დიდი საჭეთმპყრობელი და არავინ არ ვიცით ვის, როდის და რა ასაკში გაიხმობს ამ ქვეყნიდან უფალი…
მინდა ერთი საინტერესო ისტორია გავიხსენო 1943 წლის იანვარში 77 წლის კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე შეუძლოთ გახდა, ავადმყოფობა ხუთი თვე გაგრძელდა…ოდნავ მომჯობინებულ საჭეთმპყრობელს ურჩიეს, სასწრაფოდ საყრდენი ეპისკოპოსის კურთხევა. მანაც, იმავე წლის 23 მაისს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად აკურთხა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი, დიმიტრი (ლაზარიშვილი), რომელიც 1947 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. განსვენებულს წესი აუგო უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ,რომელმაც ამის შემდეგ კიდევ ხუთი წელი იცოცხლა…
ასე რომ ფრთხილად მეგობრებო, მოერიდეთ თქვენეულ პროგნოზებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *