Home ახალი დამატებული ეს ლექსი ბელა ალანიამ საკუთარ დაბადების დღეს მიუძღვნა

ეს ლექსი ბელა ალანიამ საკუთარ დაბადების დღეს მიუძღვნა

21 second read
0
27

„ეს ლექსი საკუთარ დაბადების დღეს მივუძღვენი“,_ წერს პოეტი და მწერალი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე – ბელა ალანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და ახლადდაწერილ ლექსს აქვეყნებს.

„მზე ჩადის,
მივყვები ხეივანს,
მტევნები მხრებამდე მწვდებიან.
სხივები
მწკრივებში, რიგებში,
ტოტებში, ფოთლებში რჩებიან…
მზე ჩადის,
ჰორიზონტს ასკდება,
დაისი ქვა-ქარვის ფერია.
მივდივარ,
მაწვალებს სიშორე,
მზემდე გზა ძალიან გრძელია…
მივდივარ,
მომდევენ ფიქრები,
ნაბიჯებს თუმც აღარ მითვლიან.
კითხვები,
მთავრდება ცხოვრება?
ნაბიჯით მისწრებენ, მერჩიან.
ჯერ არა,
ხორბლისფერ მტევანთა
მოსავლის აღების ჯერია…
ბელა ალანია
იანვარი, 2017 წ.“

ბელა ალანია 3 თებერვალს არის დაბადებული. ამ დღეს, მწერალთა კავშირში, მან პოეზიის საღამო მოაწყო, სადაც, დამსწრე საზოგადოებას წაუკითხა საკუთარი ლექსები.

euronews.ge ულოცავს ბელა ალანიას დაბადების დღეს!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *