Home ახალი დამატებული „ეს კაცი სისხლიან დავალებებს ასრულებდა!“

„ეს კაცი სისხლიან დავალებებს ასრულებდა!“

20 second read
0
41

სანდრო ბრეგაძე:

_ ახლახანს, ერთმა ფეისბუქ-მეგობარმა მომწერა, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც ის დაიჭირეს, გლდანის ციხის ჯოჯოხეთი გამოატარეს და პირობად წაუყენეს, რომ ყველა ბიზნესი დაეთმო. წინააღმდეგ შემთხვევაში წამება და 15 წლიანი ციხე არ აცდებოდა. ოჯახთან მოლაპარაკებას ადეიშვილის თანაშემწე, ვინმე ზარდიაშვილი აწარმოებდა, რომელიც იმდენად შეუვალი იყო, რომ აბსოლუტურად ყველაფერი წაართვეს ამ საცოდავ კაცს. ბოლოს საპროცესო გაუფორმეს, ზედ 100000 მიატანინეს და სახლიც გირაოში ჩაადებინეს. დღეს ის ადამიანი რუსთავში ცხოვრობს, ნაქირავებში. მანვე მითხრა, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ზარდიაშვილი სწორედ ის ზარდიაშვილია და დღესაც ეშინია მისი, რადგან კვლავ ხელისუფლებაშია და ასე ატერორებდნენ ხალხს.

 ახლა ეკა ბესელიას, ზაქრო ქუცნაშვილს, ზვიად ძიძიგურს და სააკაშვილთან 9 წელი უკომპრომისოდ მებრძოლ ოცნების ძველ წევრებს ვეკითხები: თქვენ მაინც არ გეხამუშებათ იმ კაცთან ერთად ერთ გუნდში ყოფნა, რომელიც ოპოზიციის, ოცნების, ივანიშვილის და პირადად თქვენს წინააღმდეგაც იბრძოდა და ადეიშვილის სისხლიან დავალებებს ასრულებდა? თქვენ მაინც ამოიღეთ ხმა და გარიცხეთ ეს ნაცზონდერი თქვენი რიგებიდან. სირცხვილია, სირცხვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *