ვრცელდება ინფორმაცია, რომ 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი – მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შესახებ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტს ჯერ არ შეუსწავლია და შესაბამისად, არც მიუღია. აქედან გამომდინარე, ცვლილება ძალაში არ არის შესული. ასე, რომ მძღოლებს შეუძლიათ, ჯერჯერობით მშვიდად იყვნენ.

სავარაუდოდ პარლამენტი აღნიშნული კანონის განხილვისთვის  მოიცლის და მას მიიღებს კიდეც. აი, მერე, კანონპროექტის თანახმად, მართვის მოწმებას მიენიჭება 100 ქულა და თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს, ამ 100 ქულას გამოაკლდება სამართალდარღვევის ტოლფასი ქულა. ცხადია, დამრღვევ მძღოლებს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა სწრაფად შეუმცირდებათ. ერთი წლის განმავლობაში, 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი