,,არ ვეთანხმები ე.წ. დაზარალებულის ვირეშმაკულ დიპლომატიას, რომ გატაცების შესახებ ზურაბ წერეთელი, თითქოსდა საქმის კურსში არ იყო. თუ ვინმა შემორჩა ყველაზე მსხვილი მაფიოზა, ფარცოვშიკი, კომბინატორი, აფერისტი პოსტსაბჭოთა სივრცეს, ეს ზურაბ წერეთელია, რომელმაც საქართველოში, ჯერ კიდევ მაშინ არსებული ე.წ. ,,ხუდოჟესტვენნი” კომბინატების მეშვეობით მილიარდები გაიტაცა და წაიღო მოსკოვში.

გამსახურდიას დამხობა, შევარდნაძის ჩამოყვანა, სააკაშვილის ლობირება კრემლში და მისი მოყვანა, შემდგომ მისი გაძევება და ივანიშვილის მოსვლა, ყველაფერი უკავშირდება ამ ავბედით ფიგურას საქართველოსთვის. ასე, რომ ეს გატაცებაც ზურაბ წერეთელისთვის ერთი მზესუმზირას გაკნატუნებაა და მეტი არაფერი” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი