ვენეციის კომისიის მდივნის, თომას მარკერტის მიერ ბერლინში დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც კონსტიტუციურ პროექტს განიხილავენ შალვა ნათელაშვილის გამოეხმაურა:

,,ეს ბატონი, მისი უფროსი ბუკიკიო და სხვანი ე.წ. ვენეციის კომისიიდან, საქართველოში ყველა ხელისუფლის, არაადამიანურ კონსტიტუციურ ცვლილებებს მუდმივად ათეთრებდნენ და ყოველთვის ყველაფერს იწონებდნენ. ტრადიცია ახლაც გრძელდება იმ სიახლით, რომ ამჯერად მაცდუნებლად ჩანს ივანიშვილის მილიარდიანი ტომრები, ხოლო ბერლინში მთელ ამ თავყრილობას ხელმძღვანელობს გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლადო ჭანტურია, რომელმაც უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობისას ჯერ ედუარდ შევარდნაძეს გაულეგიტიმურა 1999 წელს სრულიად გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, ხოლო შემდეგ სააკაშვილს დაუკანონა 2003 წელს არჩეული ხუთპარტიული პარლამენტის დათხოვნა შემდგომი უმძიმესი შედეგებით ქვეყნისთვის.

აი, რა ხდება, როცა საბრალდებო სკამის ნაცვლად დამნაშავეები რჩებიან პოსტებზე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი