,,ამ დოკუმენტს ხელს აწერენ ახალი მერი და სატენდერო კომისია, რომლითაც დისკვალიფიცირებული იქნა ერთ-ერთი ფირმა 84 ათასი ლარიანი საახალწლო ღონისძიების ტენდერიდან” _ განუცხადა euronews.ge -ს ბორჯომის საკრებულოს წევრმა გიორგი გიუაშვილმა.
,, მე, როგორც საკრებულოს წევრს დამიკავშირდა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი ფირმა, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია, რომ ბორჯომის მინიციპალიტეტის კულტურის განყოფილება, ფაქტიურად, აყალბებდა ტენდერს. ფირმა ითხოვდა შველას. დავინტერესდი ინფორმაციით და დავიწყე დეტალური შესწავლა მასალების.
 აღმოვაჩინე, რომ კონკრეტულად მუნიციპალიტეტის მიერ წინასაახალწლოდ გამოცხადებულ 84 ათასიან ტენდერში მონაწილეობას ღებულობდა 5 ფირმა. გამოვლინდა გამარჯვებულიც, რომელიც სთავაზობდა მუნიციპალიტეტს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას გაცილებით ნაკლებ ფასში, დაახლოებით 67 ათას ლარად, მაგრამ შემდეგ, სატენდერო კომისიამ, მერის და კულტურის განყოფილების უფროსის, მარინა ხუჟაძის ხელმძღვანელობით, გამარჯვებულ კომპანიას და ყველა დანარჩენ 4 კომპანიას მისცა დისკვალიფიქაცია თითიდან გამოწოვილი მიზეზებით.
 აღნიშნულ წერილში ნათლად ჩანს ეს მიზეზი – ფოტოგრაფის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა. გამოდის, რომ ხელოვნურად გაამარჯვებინეს მეხუთე ადგილზე გასულ ფირმას საწყის ფასად. ღონისძიება ჩატარდა 1 იანვარს, უამრავი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ იყო დაცული, არც სანახაობრივად არ იყო ”იდეალური”. ეს იყო მორიგი, წყალში გადაყრილი, უფრო სწორედ კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში წასული ”ატკატი” და არა ღონისძიება.  მეტიც, აღმოვაჩინე, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე, ყველა მსხვილბიუჯეტიანი კულტურული ღონისძიების ტენდერი, ასეთივე ხრიკებით, ხელოვნურად გადაცემული აქვთ სწორედ იგივე ფირმისთვის _ ”ჯეოტურისტ პლიუსი”-სთვის.
 ეს ღონისძიებებია:
   ზაფხულში ჩატარებული ბორჯომობა, 2016 წლის ბაკურიანობა, 2016 წლის ახალი წელი და ა.შ. ხელოვნურად დისკვალიფიკაციას აძლევენ გამარჯვებულებს, ხოლო საწყისი ფასის შემომთავაზებელს, რომლისგანაც ”ატკატი უნდა მოვიდეს” ამარჯვებინებენ.
    ბორჯომის ყოფილმა, კორუმპირებულმა გამგებელმა დიმა ყიფიანმა
ისე ”გააწუწკა” ბორჯომის ჩინოვნიკები, რომ ეს გაწუწკება ახალ მერსაც გადასდეს და აგერ პირველი შედეგიც. სწორედ ახალი მერის ხელმოწერითაა გაცემული დისკვალიფიკაციის მიმართვები.
     ბორჯომს ჰყავს ოპოზიციური საკრებულო და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი უმსგავსო ფაქტები აღარ მოხდეს ჩვენს ქალაქში.  პირადად, როგორც საკრებულოს წევრი, უახლოვეს დღეებში მივმართავ სამართალდამაცავ ორგანოებს ამ ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხოლო ბიუჯეტის დანარჩენ ვირთხებს თქვენუ მეშვეობით ვეტყვი, რომ ,,ნუ ივლით ყიფიანის გზით, არც მას შერჩება და არც თქვენ შეგრჩებათ ხალხის ბიუჯეტის ფულების კვნეტა”_ განაცხადა საკრებულოს წევრმა.
   გიორგი გიუაშვილმა ასევე გვითხრა, რომ ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია
თავად ვერაფერს წყვეტს და მხოლოდ სუსი-ს დავალებებს ასრულებს. იმდენად უუფლებოა, რომ ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს მოადგილეებიო.
 ,,დარწმუნებული ვარ, ამ დისკვალიფიკაციებსაც ისე მოაწერა ხელი, აზრზე არ იყო. ყიფიანის კუდები მარტავენ სიტუაციას და სუსი” _ამბობს გიუაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი