საზოგადოებაცხოველთა სამყარო

,,ეს არის ბოროტება, უფრო მეტიც, კრიმინალი…” _ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართვა!

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართვა:

მოგეხსენებათ, რომ ყოველ საღამოს, როცა სახლიდან მივდივარ თავშესაფარში ფბ ლაივის საშუალებით ამ დროს ვიყენებ და ვაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას :

1. დათვების და ძაღლების თავშესაფარის სიახლეების
შესახებ.

2. ქუჩის ძაღლების და მათი უფლებების შესახებ.

3. გასტერილებული ეგრეთ წოდებული ბირკიანი ძაღლების
შესახებ.

4. ვპასუხობ შემოსულ კითხვებს.

5. ვპასუხობ ცხელ ხაზე შემოსულ ზარებს.

რადგანაც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ქუჩის ძაღლების შესახებ ძალიან მწირე ინფორმაცია აქვთ, სამწუხაროდ ტელევიზიები და მედია არც ისე ხშირად ლაპარაკობენ ამ თემაზე, ვცდილობ ამ გზით შევავსო საინფორმაციო ვაკუუმი.
თავშესაფარი, პირდაპირი ფბ ლაივი, სამაშველო სამსახური ეს არის ერთიანი რგოლი იმ ქველმოქმედებისა, რასაც უკვე 15 წელია ვაკეთებ.
როცა ხდება პირდაპირი ფბ ლაივის დროს, კერძოდ ცხელ ხაზზე ვიღაცის მიერ შეცდომაში შეყვანილი ადამიანების მხრიდან დარეკვა, საქმის გარჩევა, გინება და სიცოცხლის ხელყოფის მუქარა. ეს არის ბოროტება, უფრო მეტიც კრიმინალი, რაც შეუძლებელს ხდის ამ სიკეთის კეთებას.
მე ვმოძრაობ აი ამ მანქანით, რომელსაც ცხელი ხაზის ნომერი, ასევე ფბ -ის და საიტის მისამართი აწერია, ეს აუცილებელია, რადგან სწრაფი და ეფექტური კონტაქტი გვქონდეს მოსახლეობასთან. ასეთი 12 მანქანა გვყავს. ის მოსაზრება , რასაც ზოგიერთი გვირჩევს, შეცვალეთ ცხელი ხაზის ნომერიო, გამოსავალია ამ პრობლემიდან?
რა თქმა უნდა არა.
თავშესაფრის მუშაობა პარალიზებულია, ამ გაბოროტებული ადამიანების კრიმინალური ქმედების გამო.

მივმართავ თხოვნით, ტელევიზიებს, ჟურნალისტებს და სრულიად საზოგადოებას დამიდექით გვერდში, რათა შევძლო ქველმოქმედების გაგრძელება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close