სამართალი და კრიმინალი

ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილეს, შეიძლება, ორ წლამდე პატიმრობა შეეფარდოს

ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:

_ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელს ორ წლამდე შინაპატიმრობა შეიძლება შეეფარდოს, მას შემდეგ, რაც საქმე სასამართლოში გადაიგზავნება. 2018 წლის 1 აგვისტოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მომხდარი ფაქტის შემდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის I ნაწილით, რაც კოდექსში ასეა ფორმულირებული:

“ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.”

მარჯვნივ რომ დგას, გაღიმებული, აი, ეს არის Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მაოდგილე მიხეილ წერეთელი, რომელმაც კითხვის დასმის შემდეგ ხელიდან გამომტაცა ჩემი გადამღები აპარატი და მუზეუმის ეზოში გაიქცა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close