პრეზიდენტობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ლარის კურსის რეკორდული გაუფასურება მმართველი გუნდის დანაშაულებრივი პოლიტიკის ბრალია. მისი თქმით, „ქართული ოცნების მმართველობის 6 წლის მანძილზე, სამ მილიარდ ნახევარზე მეტია ჩვენგან წაგლეჯილი. ეს არის უდიდესი საერთაშორისო საფინანსო დანაშაული და სპეციალური საფინანსო ტრიბუნალის შექმნა გარდაუვლად ელოდება ივანიშვილს და მის ბანდას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკების მფლობელები ივანიშვილთან ერთად აუცილებლად დასხდებიან საბრალდებო სკამზე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი