????????????????????????????????????

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, სამთავრობო გუნდში მხოლოდ ერთი საკადრო ცვლილებაა დაგეგმილი და ისიც ენერგეტიკის მინისტრს ეხება, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.
სუბარის განცხადებით, სხვა სამთავრობო ცვლილება დაგეგმილი არ არის.
„მე შემიძლია გითხრათ, რომ სამთავრობო ცვლილება ნამდვილად არის დაგეგმილი, რადგან გადაწყვეტილია, რომ ერთ-ერთი მინისტრი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. სხვა არანარი სამთავრობო ცვლილება დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები
Загрузка...