ნიკა ჩიტაძე, ექსპერტი:

_ ერთი საინტერესო ისტორია სალომე ზურაბიშვილის “პრინციპულობის” შესახებ.

ყველას მოგეხსენებათ, რომ 2009 წლის 9 აპრილიდან ოპოზიციამ თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო მიტინგების ჩატარება დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი გახლდათ აღნიშნული აქციების ერთ-ერთი ლიდერი. ყველას გვახსოვს რომ რუსთაველის გამზირი დაახლოებით სამი თვის განმავლობაში იყო გადაკეთილი. მაშინდელი ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის თამადობით მოსახლეობას მოუწოდებდა მოსულიყვნენ აქციებზე, აგრეთვე ოპოზიციის ლიდერები ქედმაღლურად აცხადებდნენ, რომ საბოლოო ჯამში 9 აპრილს აგორებული საპროტესტო მოძრაობა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენებით დასრულდებოდა !!! თუმცა, სამი თვის შემდეგ, როდესაც ოპოზიციამ ვერც ვერაფერი ვერ მოახერხა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა იმის შესახებ, რომ იმდროინდელი ოპოზიციის წევრებს შეეძლოთ ხელისუფლების კრიტიკის ნაცვლად შესაბამისი თანამდებობები დაეკავებინათ. კერძოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა, რომ იგი პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს შესაბამის სამინისტროებში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას სთავაზობდა. ამ განცხადების შემდეგ, მეორე დღეს თავისი მომხრეების წინაშე სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა დაეკავებინა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა !!! ანუ ეს ქალბატონი მზად იყო გამხდარიყო მისი უშუალო და პირდაპირი პოლიტიკური ოპონენტის ხელისუფლების წევრი!!! ანუ, ეს ქალბატონი მზად იყო ყველაფრისთვის, მას არც აინტერესებდა თავისი მომხრეების ბედი (რომლებიც სამი თვის განმავლობაში პარლამენტის წინ ოპოზიციის ლიდერების მოწოდებებს უსმენდნენ), ოღონდ თანამდებობობა დაეკავებინა!!! ანუ ისმის კითხვა, თუ წინა ხელისუფლება იყო ესეთი სისხლიანი, ავტორიტარული და ა.შ. რატომ დათანხმდა ქალბატონი სალომე იმ ხელისუფლებაში თანამდებობის დაკავებას? ანუ მისთვის მთავარი ნებისმიერ შემთხვევაში რბილ სავარძელში მოკალათებაა და არა რაიმე პოლიტიკური მრწამსის არსებობა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი