ფოთში, ნაბადის უბანში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.დაშავდა სამი ადამიანი.
შემთხვევა გამთენიისას ქუჩაში მოხდა.  დაშავებულები ფოთისა და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ადგილზე ამ დრომდე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი – 236 და 124-ე მუხლებით დაიწყო. პირველი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, მეორე კი ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

მიშკა ძიძიგური

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი