SHARE

ვალერი ხაბურძანია – უშიშროების ყოფილი მინისტრი  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

_ რუსთავი 2-ს ( წყაროსბოლო-2) ვუცქერ. არჩევანი გაბუნიასთან… თაკომ დაიწყო და გაიოზა მამალაძემ (ვაი ჩვენ სამეფო ოჯახს) დაასრულა. რუსეთიდან იმართებაო პროცესი.
ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა: ბატონი ჯიმი მიქელაძე (გაანათლოს მისი სული უფალმა) კარგი პროფესიონალი და დიდი იუმორის ადამიანი იყო. უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე, ბატონი ჯიმი ესწრებოდა მინისტრის ნაცვლად და მოადგილეებიდან მხოლოდ ის მინახავს მაგიდასთან. შევარდნაძე აგვიანებს, შეყოვნდა, ასე უფრო იტყვიან. ბატონი ჯიმი წამოდგა და მოძრაობს დარბაზში. უეცრად, ჩქარი ნაბიჯით გაემართა და შევარდნაძის სავარძელში ჩაეშვა. მთელი უშიშროების საბჭოს შემადგენლობას სახე წაეშალა. უყურებს ბატონი ჯიმი და ყველას მიმართა: ერთი აქედან შეგახედათ რა … რას გავხართო.
P.S. #რუსთავი2 და #გიორგიგაბუნია და გადაცემის მონაწილეთა უმრავლესობა, ერთი აქედან (რუსეთიდან) შეგახედათ თქვენი თავისთვის რა (ს) …ებს გავხართ.

loading...

LEAVE A REPLY