“უხ, შენ გენაცვალე”!!! პირდაპირ ზიდანი გამახსენეთ, ბატონო პრემიერო!!!” – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დღეს მომხდარ ინციდენტს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ის დარბაზი დატოვეს, რომელშიც მათი მოსმენა მიმდინარეობდა.

სხდომის პროცესში ძირითადი გამომსვლელი ნიკა მელია იყო. მან ხელისუფლების მისამართით ბრალდებები წამოაყენა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი დაადანაშაულა კორუფციაში, რასაც პრემიერის საპასუხო განცხადებები მოჰყვა. აღნიშნულმა საბოლოოდ სხდომათა დარბაზში სიტუაცია დაძაბა – ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ ის იყო კორუმპირებული პრემიერი. მის ამ რეპლიკას პრემიერის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრემიერმა მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.

ინციდენტის შემდეგ პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრები ფრაქცია „პატრიოტები საქართველოს“ წარუდგინა. შეხვედრა კვირიკაშვილმა საზოგოდაოებისთვის ბოდიშის მოხდით დაიწყო.

“ჩვენ ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია. ყველაფერი, მანამდე რაც ხდებოდა, გამიზნული იყო იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი მომხდარის გამო“, – განაცხადა პრემიერმა.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი