მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს უკანასკნელი დღეების განმავლობაში მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებიც აპროტესტებენ შპს ,,გასკო პლიუსის“ გადაწყვეტილებას ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის თაობაზე.

 სალომე ვარდიაშვილი _ ენერგოომბუდსმენი:

_ როგორც ცნობილი გახდა, შპს „გასკო პლიუსმა“ სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალქეებს მოულოდნელად გაუზარდა გადასახადი. საგულისხმოა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის არგუმენტები უცნობია. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბუნებრივი გაზის სექტორი ნაწილობრივ დერეგულირებულია და, ცხადია, კომპანიას მეტი თავისუფლება ენიჭება სატარიფო რეგულაციებში. თუმცა, მიგვაჩნია, რომ თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მომხმარებლის უფლებებზე, უნდა იყოს დასაბუთებული, შეესაბამებოდეს კონკრეტულ ვითარებას და, რაც მთავარია, ამის შესახებ მომხმარებელი უნდა იყოს ინფორმირებული. აუცილებელი ინფორმაციის მიღების უფლება დაცული და გარანტირებულია საერთაშორისო ნორმებითა და ეროვნული კანონმდებლობით.

მიგვაჩნია, რომ კომპანიის გადაწყვეტილება სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შესახებ გაუგებარია, რის გამოც რეკომენდაციით მივმართეთ შპს ,,გასკო პლიუსს“, რათა გადახედოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას მომხმარებელთა უფლებების სასარგებლოდ. ამასთანავე, განმარტოს, რით აიხსნება ამგვარი ქმედება. საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიესალმება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ არსებული ნორმატიული აქტის გაუქმების შესახებ, რაც მომავალში სრულად გამორიცხავს ლიცენზიატი კომპანიების თავისუფალ საქმიანობას ტარიფებთან მიმართებაში.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი