პარლამენტის წევრი, ემზარ კვიციანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს.

,,მიმართვა ოცნების დეპუტატებს:
ძმებო და დებო, კოლეგებო! იშვიათად, მაგრამ მაინც უფალი გვაძლევს შანსს თავგანწირვისა საკუთარი ხალხისა და ქვეყნისთვის. იყო მძიმე დღეები, როცა ჩვენ ქვეყანას გაუჭირდა და ბევრმა თავგანწირვით დაამტკიცა ქვეყნის ერთგულება- ზოგი შეეწირა, ზოგი ცოცხლები გადარჩნენ და ზოგიც სხვისი დიდების საკუთარ თავზე მორგებას მოუნდა. დღეს კი სწორედ ის შანსი გაქვთ მეგობრებო თქვენ, საკუთარი კარიერაზე უარი თქვათ ქვეყნის გადარჩენის გამო, ეს ხომ უდიდესი ბედნიერებაა და შანსი იმისა, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის თავისუფლებასა და გადარჩენაში!? არ ვიცი კიდევ როდის ექნება ასეთი შანსი საქართველოს, ჰყავდეს კონსტიტუციური უმრავლესობა!?არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან და შექმენით ისეთი კონსტიტუცია, რომლითაც არა მარტო თქვენ, თქვენი მომავალი თაობებიც იამაყებენ თქვენი თავგანწირვით! არ მისცეთ ხმა ისეთ კონსტიტუციის პროექტს, რომელიც დაამახინჯებს ისედაც დამახინჯებულ ჩვენს ცხოვრებას!

 ვიცი, ბევრნი ხართ ღირსეული ქართველი და ამ ბევრიდან დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება 10 კაცი თუ ქალბატონი, რომლებიც არ მისცემენ საშუალებას ოცნებას, მიიღოს მცდარი გადაწყვეტილება. ცას ვერავინ გამოეკიდებით, ყველა წამსვლელი ვართ ამ ქვეყნიდან და იცოდეთ, იმაზე დიდს და კარგს ვერაფერს დაუტოვებთ შთამომავლობას, ვიდრე თავგანწირვაა საკუთარი ქვეყნისთვის! დაფიქრდით, სანამ ხმას მისცემთ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და შეაჩერეთ ანტიეროვნული ქმედება დროულად! თუ ქვეყანაში არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საშუალება, იცოდეთ, დავიღუპებით და ამაში თქვენი წვლილი იქნება!

 დიდება ღმერთს!”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი