ელექტროენერგიის გადასახადის ქვითარი რომ მომივიდა, გაოცება ვერ დავმალე, რადგან იქ მითითებული თანხა, აშკარად გაბერილი მომეჩვენა. პირველად ვიფიქრე, ოჯახის რომელიმე წევრმა, დამატებით, რაიმე ელექტროტექნიკა ხომ არ გამოიყენა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამჯერადაც ძველებურად დავხარჯეთ დენი. წინათ 25 ლარზე მეტს არ ვიხდიდი, ახლა კი ქვითარში 75 ლარი ეწერა. გასათბობადაც გაზს ვიყენებთ და მაშინ საიდან ამდენი გადასახადი? და აი, საიდან.

წავიკითხე სტატია, სადაც წერია, თუ როგორ ხდება ელექტრომრიცხველზე ზემოქმედება და ელექტრომთვლელების საკუთარი მიზნებისთვის  გამოყენება.

„სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ელექტრომთვლელი, იმპულსების არასწორი დაანაგარიშების გამო შედეგს აორმაგებს.
http://stvorenonaukoy.blogspot.com წერს, რომ მათ მიერ შემოწმებულ ყველა მრიცხველს ასეთ “ორმაგი დათვლის სისტემა ჰქონდა”.

ფოტოზე, მწვანე ჩარჩოში ციფრებია მოცემული. მასზე ჩანს, რომ ერთი კილოვატსაათი ზუსტად 3 200 იმპულსის მერე იწერება. თუ მრიცხველს არასწორად დააყენებენ, 3 200-ის ნაცვლად, ერთი კილოვატსაათი 1 600 იმპულსის შემდეგ აითვლება.

იმისათვის, რომ მთვლელის მუშაობა შევამოწმოთ, ასე უნდა მოვიქცეთ – ფოტოზე წითლად მონიშნულია მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს რგოლი ტრიალებს და 100 ნაწილადაა დაყოფილი. ყოველი ერთი სრული წრის შემოხაზვის მერე, მრიცხველი სპეციფიკურ, წკაპუნის ხმას გამოსცემს. რადგან 1 ერთეული 3 200-ს უდრის, გამოდის, რომ ერთი კილოვატის დასაწერად ასეთი წკაპუნი 32-ჯერ უნდა გაიგოთ. არასწორი დათვლის შემთხვევაში კი ეს წკაპუნი უფრო ცოტაჯერ ისმის და კილოვატი მალე ფიქსირდება.ასე რომ, ღირს, შეამოწმოთ ძველი მრიცხველები“-ო.

მართლაც, რომ ღირს ასეთი კვლევის ჩატარება!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი