ოპოზიცია საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის მომავალი წევრების მისვლას პროტესტით დახვდა. კახი კალაძის არ მისვლა კი გახდა მიზეზი იმისა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გაერთიანებული კომისიების სხდომა დატოვეს.

„თბილისის ახლადარჩეული მერის, კახი კალაძის კაბინეტის წარდგენაზე არ არის თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, ეს ჩვენი აზრით ძალიან უცნაურია. კომისიის განხილვაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ, ადამიანებს მოვთხოვოთ საკუთარი თავის დახასიათება და არ მოვითხოვოთ პასუხი, ისინი რატომ შეარჩიეს, და მთავრობა წარმოადგინოს ადამიანმა, რომელიც არც არჩეული და არც დამტკიცებული, ეს მიგვაჩნია აბსოლუტურად არასწორად, ამიტომ ცვენ ამ განხილვას არ დავესწრებით“ -განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი