ევროპარლამენტმა ევროპის კომისიის წინადადებას, უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ, მხარი დაუჭირა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა მისცა 521-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 75 იყო, 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
კენჭისყრის შემდეგ, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭო. ამის შემდეგ, საკანონმდებლო აქტს ხელი უნდა მოაწეროს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი