ქართველი პოეტი და რომანისტის დავით დეფის პოეზია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ თავის ლიტურგიაში დაამკვიდრა. როგორც ავტორი “რუსთავი 2”-თან საუბრისას აღნიშნავს, ეს არის კომპლიმენტი პირდაპირ ღმერთისგან.

“ევანგელურ-ბაპრისტურმა ეკლესიამ თავის წიაღში, საღმრთო ლიტურგიაში ჩემი პოეზია ოფიციალურად შეიტანა. როგორც პოეტისთვის, რომანისტისთვის ეს არის კომპლიმენტი პირადად ღმერთისგან”, – აღნიშნა დეფმა.

პოეტი აცხადებს, რომ მან აგრეთვე მართლმადიდებლურ ეკლესიასაც მიმართა, თუმცა უთხრეს, რომ ეს რთულად განსახორციელებელია.

“ბევრმა არ მიპასუხა, გამომეხმაურა ზაზა თევზაძე ნარიყალას ტაძრიდან და მან მითხრა, რომ ასეთი რამ ჯერ-ჯერობით რთულია, არც ისე ადვილი განსახორციელებელია. მე კიდე მეჩქარება ყოველთვის მეჩქარება. მე მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოვასწრო ჩემს ცხოვრებაში”, – არნიშნა პოეტმა.

როგორც ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა განაცხადა, დავით დეფი მეხუთე ქართველია ვისი პოეზიაც ევანგელურმა ეკლესიამ მის ლიტურგიაში დაამკვიდრა.

“ამ პრივილეგიით სარგებლობენ ვაჟა-ფშაველა, დავით გურამიშვილი, შოთა რუსთაველი, ილია შავჭავაძე და გურჯებში მეხუთე იქნება დავით დეფი”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი