ქართული ნაგაზი ბაჯო პატრონთან დაბრუნდა!
ბაჯო რამდენიმე თვის წინ სამკურნალოდ მოგვაბარა ზურაბ გონგაძემ. ნაგაზს კანის დაავდება აწუხებდა. მკურნალობის კურსმა წარმატებით ჩაიარა, ბაჯო გამოჯანმრთელდა. თავშესაფარში ყოფნის პერიოდში მის მოსანახულებლად ხშირად დადიოდა მისი პატრონი. ასე რომ, თავი მარტოდ არ უგრძვნია. თუმცა დღეს პატრონმა ვოლიერის კარი რომ გაუღო და დაუძახა: ,,ბაჯო მივდივართ“, ნაგაზმა უზომოდ დიდი სიხარულით დატოვა იქაურობა. თავისუფლების შეგრძნებამ გაათამამა ნაგაზი.

ვიდეოში ასახული ემოციური შეხვედრის კადრები კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ძაღლი ადამიანის ერთგული მეგობარია და მას იმაზე დიდი სიყვარული შეუძლია, ვიდრე ამის წარმოდგენა ჩვენ, ადამის მოდგმას, შეგვიძლია.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი