All for Joomla All for Webmasters
მთავარი მსოფლიო ეგვიპტეში ქრისტიანული ეკლესიის მრევლი ააფეთქეს

ეგვიპტეში ქრისტიანული ეკლესიის მრევლი ააფეთქეს

ეგვიპტის ქალაქ ტანტაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. აფეთქება 2-ჯერ მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ეკლესიის პირველ სართულზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც კოპტურ ეკლესიაში, წირვის დროს განხორციელდა. მეორე აფეთქება ადგილობრივი პოლიციიის საწვრთნელ ცენტრთან მოხდა.

ტანტაში მომხდარი აფეთქება ეგვიპტეში ქრისტიანული ეკლესიის მრევლზე თავდასხმის კიდევ ერთი შემთხვევაა. როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირაში ქვეყანაში ვიზიტით რომის პაპი ფრანცისი უნდა ჩავიდეს. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი