დღის განმავლობაში დიდხანს ჯდომა გულის პრობლემებთან, დიაბეტთან და საერთოდ, ნაადრევ სიკვდილთანაა დაკავშირებული. როდესაც მთელ დღეს მჯდომარე პოზიციაში ვატარებთ, ინერტულები ვხდებით და წონაში ვიმატებთ, რაც გულის შეტევისა და ჰიპერტენზიის რისკებს ზრდის. დიდხანს ჯდომა სისხლში შაქრის დონის აწევასაც იწვევს. ის პრობლემებს, ზოგადად, ორგანიზმში არსებულ უჯრედებს უქმნის, – აღნიშნული დასკვნები American Journal Epidemiology-მ (“ეპიდემიოლოგიის ამერიკული ჟურნალი”) გამოაქვეყნა.

კვლევის ხელმძღვანელი, ალადინ შადიაბი “კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის” მეცნიერებთან ერთად მუდმივად ქრომოსომებზე ჯდომის ზეგავლენას აკვირდებოდა. მეცნიერებმა შუახნის 1 500 ქალის სისხლის სინჯი აიღეს და გრძელვადიანმა გამოკვლევებმა ისინი ტელომერებამდე მიიყვანა (ადამიანის გენეტიკურ მასალაში არსებული მცირე ფრაგმენტები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაბერების პროცესზე).

დაბერების პროცესში ტელომერები უჯრედების მსგავსად იყოფიან და უჩინარდებიან. მეცნიერები ამ პროცესის მიმდინარეობას დააკვირდნენ და იმ ქალთა ტელომერების რაოდენობა, რომლებიც არ ვარჯიშობენ, შეადარეს ქალებისას, რომლებიც ფიზიკური აქტივობით არიან დაკავებულები.

აღმოჩნდა, რომ ქალებს, რომლებიც ყოველდღე მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ვარჯიშობენ ორგანიზმში ტელომერების უფრო მეტი რაოდენობა აქვს, ვიდრე მათ, ვინც დღის განმავლობაში 10 საათის ან მეტი დროის განმავლობაში მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს. ამ უკანასკნელთა ტელომერების რაოდენობის მიხედვით, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ისინი 8 წლით უფრო ადრე ბერდებიან.

დღის განმავლობაში რამდენი ხნის განმავლობაში უნდა ვივარჯიშოთ, რომ დაბერების პროცესი გავახანგრძლივოთ, ცნობილი ჯერ არ არის, თუმცა, ფიზიკური აქტივობა რომ აუცილებელია და დიდხანს ჯდომის შემთხვევაში ორგანიზმში ტელომერების რაოდენობა მკვეთრად შეგვიმცირდება, ეს მეცნიერ შადიაბის კვლევამ უკვე აჩვენა.

http://www.allnews.ge/

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი