გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გოგოს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, გოგონას ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის ხმა ვერ გაიგონა.

გარდაცვლილი 20 წლის ნა­ნუ­კი ყელ­ბე­რაშ­ვი­ლია, რომელიც თბილისის გოგონათა გუნდში მღეროდა.

უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გოგონათა გუნდი განცხადებას ავრცელებს:

“დღეს თბილისის გოგონათა გუნდისთვის უმძიმესი დღეა. ჩვენი ულამაზესი და ერთ-ერთი განსაკუთრებული წევრი – ნანუკი ყელბერაშვილი გარდაიცვალა… სრულიად მოულოდნელად… და დაგვტოვა ამ უსაზღვროდ შემაძრწუნებელ მწუხარებასთან… ვუთანაგრძნობთ მისი ოჯახის წევრებს და მეგობრებს. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს…

ის ყოველთვის ჩვენი დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილი იქნება… იქ… მარადისობაში…” – აღნიშნულია თბილისის გოგონათა გუნდის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


newposts.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი