თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეა, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლითაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები იწყება.

„დღეს გახლავთ ჩვენი დედა უნივერსიტეტის დაბადების დღე. ასევე დღეს აღდგა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, სადაც ყველას აქვს საშუალება თავისი წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე უნივერსიტეტელია. მინდა მივულოცო უნივერსიტეტელებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და მთელ საქართველოს დღევანდელი ძალიან მნოშვნელოვანი დღე“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი