,,დღეს რომ გამორთო “რუსთავი 2” ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ. განსხვავებული აზრი არ არის ტელევიზიაში, დახურული აქვთ განსხვავებული აზრი. ამდენი სახლები გამოიტანეს, ამდენ ჩანაწერებს აკეთებენ, მაგრამ განსხვავებული აზრის საშუალება ამ ტელევიზიაში არ იქმნება. ჩვენ გვაქვს პიარ ჯგუფთან ერთად, რომელიც პარტიაში ჩამოვაყალიბეთ,  მთელი პროგრამა რომ მაქსიმალურად მოვახერხებთ თუ თვითონაც გამოგვყვებიან, თუმცა დიდი ილუზია ამის არ გაგვაჩნია, რომ რუსთავი 2-ში განსხვავებული აზრი შევიდეს და არა ეს სიცრუე. თუ ამაზე არ წამოვლენ ჩვენ ამ მეთოდიკას საზოგადოებას ვაჩვენებთ. ჩემი მუქარა მხოლოდ იმაში შედგებოდა, რომ ჩვენ ინდიკატორებით საზოგადოებას ვაჩვენებთ როგორ ცრუობენ ესენი. თუ ამას ვერ მოახერხებენ, ასეთ შემთხვევაში მას სახელს შევარქმევთ,”-აცხადებს ივანიშვილი.

TV პირველის ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის რეპლიკაზე, რომ ივანიშვილის საუბრიდან გამომდინარე, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ იქ “რუსთავი 2”-ზე სასაუბროდ იმყოფებოდა და ქვეყანაში ეს ტელეკომპანიაა ერთადერთი პრობლემა, ივანიშვილმა უპასუხა:

“ერთ-ერთი პრობლემაა “რუსთავი 2″ და არის პრობლემა.”

ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ რუსთავი ორის გამორთვის შემთხვევაში “ქვეყანაში მეტი აღმშენებლობა მოხდება”. ოლიგარქმა და “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარემ ისიც ახსენა რომ სპეციალური PR ჯგუფი უკვე მუშაობს, რომ დამოუკიდებელი მედია საშუალების ეთერში გასული ინფორმაცია გაანეიტრალოს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი