საზოგადოება

დღეს დიდგორობა 2017 დიდგორის ველზე გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქართული ტრადიციული რეწვის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენები, საკონცერტო წარმოდგენა, სახალხო სეირნობა. ასევე დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები: ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და დოღი.

ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, თავდაცვის მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის სხვა პირები, ასევე მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – ,,დიდგორის ჯვრის ორდენი”, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close