საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ერთად მართავენ როგოც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ პოლიტიკას:

-„დღეს ჟურნალისტთა პროფესიული დღე აღინიშნება. მინდა მივულოცო თითოეულ ჟურნალისტს დღევანდელი დღე და ვუსურვო წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში. ჟურნალისტიკა ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება – საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და ზოგჯერ ჟურნალისტის სიტყვას უფრო მეტი ეფექტი აქვს ხალხზე, ვიდრე თუნდაც პოლიტიკოსის. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი მათი  მაღალი პროფესიონალიზმი.

მოხარული ვარ იმით, რომ ქართველი ჟურნალისტები ნამდვილად პასუხობენ საერთაშორისო სტანდარტებს და ყოველთვის საზოგადოების პულსზე უდევთ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ერთმანეთის კრიტიკის ობიქტები ვხდებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის პროფესიებს პატივს არ ვცემთ. პირიქით, მე ხშირად მითქვამს, რომ ჩვენ ერთად ვმართავთ როგორც სახელმწიფო, ასევე  საზოგადოებრივ პოლიტიკას. სწორედ ამიტომ თითოეული ჟურნალისტი ნებისმიერ პერიოდში მკაცრად უნდა იცავდეს პროფესიულ პრინციპებს, ჩვენ კი მათ პროფესიულ ღირსებას პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი