საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს და გუშინ, მაღალი სასულიერო პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება. დეპუტატის აზრით, პოლიტიკის მსხვერპლი დღეს უკვე ეკლესია ხდება და თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ქვეყანა ღრმა უფსკრულამდე მივა.

„საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები, შესაძლო მოწამვლის მცდელობა და გუშინ უკვე, მაღალი სასულიერო პირების მხრიდან ღია და შემზარავი ურთიერთბრალდებები მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს – ვიღაცას სურს ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება წაშალოს, რაზედაც ქვეყნის  ერთიანობა, ღირსება და რწმენა დგას. ადვილი მისახვედრია, რომ ეს პოლიტიკური ინტერესების გარეშე არ ხდება. ბუნებრივია, ცვლილებები შეუძლებელია, თუ ცვლილებები არ მოხდა იქ, სადაც საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი ნდობა და ავტორიტეტი სუფევს. დღეს სახიფათო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს, რასაც ხელს სამწუხაროდ, ზოგიერთი მედია-საშუალება უწყობს. მესმის, დიდია საზოგადოების ინტერესი, მაგრამ ჩვენი ქმედება მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

თავს უფლებას ვერ მივცემ, სასულიერო პირებს რამე მოვუწოდო, მაგრამ მსურს, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს: ეს პროცესები ვიღაცის პირად ინტერესებს ემსახურება და არა ქვეყანას. ალბათ მალე კიდევ უფრო ცხადი იქნება ყველაფერი. თუ არ შევჩერდით, მჯერა რომ ეს ყველაფერი ღრმა უფსკრულამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი