სპორტული ტელეწამყვანი ლაშა დვალიშვილი ბოლომდე ვერ აკონკრეტებს, “რუსთავი 2″–ში დიმა ობოლაძეს შეცვლის თუ არა. ამჯერად ცნობილია მხოლოდ ის, რომ საბოლოო შეთანხმება მოხდება დღეს და კონტრაქტსაც, სავარაუდოდ, დღეს გააფორმებენ. ამის შესახებ დვალმა განუცხადა სააგენტო „პირველს”.

„ჯერჯერობით საუბარია საინფორმაციო გამოშვებებში სპორტის ბლოკის პროდიუსინგზე. „რუსთავი 2″ ძალიან რეიტინგული ტელევიზიაა და რა თქმა უნდა, იქ მუშაობა ყველას უნდა. თუმცა საბოლო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ეს ურთიერთშეთანხმებაზეა დამოკიდებული. თუ შევთანხმდებით, ვნახოთ”,- განუცხადა დვალიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალიშვილი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე” სპორტულ გადაცემას უძღვებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდი ის ტელეეკრანზე არ გამოჩენილა. იგი ასევე გახლდათ  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

ლაშა დვალიშვილი მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო.

„ეს გუნდი, ეს პარტია მოდის ძალიან ძლიერი, ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდით. ჩვენი ამოცანა იქნება, პარტია იყოს ხალხის სამსახურში “, – ამბობდა დვალიშვილი.  სწორედ ამ პერიოდში მას რადიო „ჰერეთში“ ინციდენტი მოუხდა, რის გამოც ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე წაიყვანეს. რადიო „ჰერეთის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თოქ-შოუს მიმდინარეობისას, დებატებში, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ, სადაც დაუდგენელმა პირებმა სტუდიაში შესვლა შეძლეს და ლაშა დვალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი