„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა იტალიაში გამართულ სამიტზე საბოლოო დეკლარაცია მიიღეს. ერთ-ერთი მონაკვეთი რუსეთთან მიმართებაში სანქციების პოლიტიკას ეხება. დოკუმენტში მსოფლიო ლიდერები აღვნიშნავენ, რომ ანტი-რუსული სანქციები მინსკის შეთანხმებების განხორციელებას უკავშირდება. თუმცა, “დიდი შვიდეულის” ლიდერები ასევე განმარტავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი ანტირუსული სანქციების გამკაცრებისთვის მზად არიან. “შეგახსენებთ, რომ სანქციები მინსკის შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას და უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემას უკავშირდება. სანქციები შესაძლოა გააუქდეს, თუ რუსეთი საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს. თუმცა, ჩვენ ასევე მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდველი ზომები მივიღოთ “, – ნათქვამია საბოლოო დეკლარაციაში. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტი, რომელშიც აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, იაპონიისა და კანადის ლიდერები მონაწილეობდნენ, 26-27 მაისს სიცილიაზე გაიმართა. საბოლოო დეკლარაციის მიღებამდე სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერებს შორის რუსეთთან დაკავშირებით საერთო პოზიცია არ არსებობდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი