შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი:

,,მილიარდელთა რეჟიმი, როგორც ცნობილი გახდა, კვლავ აპირებს დენის ტარიფის გაზრდას, ამჟამად უკვე 27,5 თეთრამდე. ეს უკვე ისედაც მოტყუებული ხალხის ძარცვა-გლეჯაა. ამ წუთებში, კიდევ ერთხელ ვიღებ ვალდებულებას ჩემი ხალხის წინაშე, გაპრეზიდენტების შემდეგ, ყველას დავავიწყებ დენის ტარიფის მატებას და დავიწყებ მის შემცირებას, ნორმალურ საზღვრამდე. ბიუეტს შეავსებენ მილიონერები და მილიარდელები სამართლიანი, ადექვატური გადასახადებით და არა იმ უკანასკნელი თეთრებით, რომელსაც ხალხს აცლიან ჯიბიდან. ასევე, ყველგან შეწყდება დიდი ჰესების მშენებლობა. უცხოეთში, ოფშორში, ივანიშვილმა დაარეგისტრირა თავისი კომპანია და საკუთარ თავთან გააფორმა კონტრაქტი, რომ 2041 წლამდე, ჩვენი ნგრევის ხარჯზე აშენებულ ჰესებში გამომუშავებილ ელექტროენერგიას, სახელმწიფო იყიდის მაღალი ტარიფებით, სულაც რო არ იყოს ის საჭირო. ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული და აუცილებლად დაემატება ივანიშვილის ბოროტ საქმეთა დანაშაულობებს, საბრალდებო დასკვნაში.“

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი